სპეცოპერაცია ეროვნული ბანკის მისატაცებლად - ოპოზიცია პრეზიდენტს მხილებისკენ მოუწოდებს

13.06.23 17:31
სპეცოპერაცია ეროვნული ბანკის მისატაცებლად - ოპოზიცია პრეზიდენტს მხილებისკენ მოუწოდებს

სპეცოპერაცია ეროვნული ბანკის მისატაცებლად და პრეზიდენტის დაანონსებული მხილება - პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ მმართველი გუნდის შანტაჟში დადანაშაულებას მწვავე დებატები მოჰყვა.

ირკვევა, რომ პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მხრიდან შანტაჟის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა სებში მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატი არ წარდგინა.

ოპოზიციაში პრეზიდენტს დროული მოქმედებისკენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგიმისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებულები არიან, რომ ფინანსურ ინსტიტუტში "ქართული ოცნება" პოზიციებს გაიმყარებს.

„მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან ღიად და საჯაროდ ისაუბროს ყველა იმ საკითხზე, მათ შორის შანტაჟზწე და ზეწოლაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მათ შორის ქარ4თული ოცნების მხრიდან“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.


ოპოზიციონერი დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი ძალა ახლა ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდების გეგმას ადგენს და ლაშა ხუციშვილის დანიშვნის სურვილიც ამ მიზანს ემსახურება.

„თქვენი აზრით, რატომ ჩაიციკლა მხოლოდ ერთ კანდიდატზე ქართული ოცნება? ჰქონდა თუ არა პრეზიდენტთან საუბარი ქართული ოცნების ხელმძღვანელობას სხვა რამდენიმე ალტერნატიულ კანდიაფტთან დაკავშირებით, თუ ჯიუტად ამბობდნენ, რომ ეს კაცი უნდა იყოს და მერე ეს კაცი გახდება ჩვენი მურუსიძე ფინანსურ სისტემაში“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.


საპარლამენტო ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდსაც და პრეზიდენტსაც სავალუტო ფონდის კრიტიკულ განცხადებას შეახსენებს, სადაც პირდაპირ მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ სებ-ის კანონში ცვლილებები არ შეიტანოს, რადგან ეს ეროვნული ბანკისთვის, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

„ამ კანონის მიზანი იყო საკადრო საკითხების მოგვარება, ახლა ის ვერ მოგვარდა პრეზიდენტთან კონსულტაციებით თუ რაღაცებით და ახლა ვუბრუნდებით ამას და ვანგრევთ ინსტიტუტს და ამაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უპრეცენდენტოდ პირდაპირ გვეუბნება. ან გივთხარიოტ პირდაპირ რა ხდება ან გაიზიარეთ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ იმაზედ, რასაც უშვრებით ეროვნულ ბანკს“ - განაცხადა დავით უსუფაშვილი.


ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით პოლიტიკური და ფინანსური ზიანი მიადგება.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - პარლამენტში სრული მობილიზებაა - სესიაზე ახლა ევროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტის მოტოვირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"მოგიწოდებთ არ დაძლიოთ ვეტო", - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. თუმცა „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. 
 

მსგავსი სიახლეები