გახარიამ ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუნდიდან წასულმა გახარიამ მოიტყუა და საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა.
გახარიამ მოიტყუა პირველ რიგში 17-18 თებერვალს და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი. სამწუხაროდ ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს მკვეთრად დაინახავს საზოგადოება. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.