კლინიკების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონს "ოცნების" მილიონერი დეპუტატები აპროტესტებენ

14.06.23 13:40
კლინიკების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონს "ოცნების" მილიონერი დეპუტატები აპროტესტებენ

"ქართული ოცნება" კლინიკების წინააღმდეგ რეპრესიული კანონის ამოქმედებას იწყებს. დაპირების მიუხედავად, აზრაშვილის უწყება პარლამენტში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

თამარ გაბუნიას ინიციატივის განხილვას კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატების უმრავლესობა ესწრებოდა. მათ აღნიშნული ინიციატივა გააპროტესტეს.

ექიმები და კლინიკების დირექტორები  პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი რეპრესიულია.

ელგუჯა გოცირიძემ სხომაზე პირდაპირ თქვა, რა მიზანს ემსახურება ეს ახალი ინიციატივა და ისიც განაცხადა, რომ მის პარლამენტში განხილვას არ ეთანხმება.

სამინისტრო მოდის პარლამენტში და გვეუბნება, სასამართლო ხელს მიშლის მუშაობაში და მომასორეო. მე მსგავსი პრეცენდენტი არ გამიგია არსად. თქვენს მიერ დაწერილ დოკუმენტში, შავით თეთრზე წერია, რომ ასეთი არ არსებობს. არ ვიცი, რას ემსახურება ეს. ამის განხილვაც კი ზედმეტად მიმაჩნდა". - თქვა გოცირიძე.

ელგუჯა გოცირიძის საპასუხოდ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ცინიზმში "ოცნების" დეპუტატებს ვერ შეეჯიბრება.

ცინიკურ რიოტორიკაში ბატონო ელგუჯა მე თქვენ ვერ აგყვებით. ეს არის მექანიზმი რეგულირების წინასწარი შეტყობინების გარეშე ინსპექტრების განხორციელება"- აღნიშნა გაბუნიამ

სხდომაზე მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე გაოცებული იყო უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის ასეთი უნისონით.

დეკანოიძის თქმით, ამდენი კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლებასა და უმრავლესობას შორის მას არ ახსოვს.

სრული უნისონი იყო უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის. ამდენი კრიტიკული შეკითხვა მე არ მახსოვს უმრავლესობის მხრიდან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან". - ამბობს დეკანოიძე.

"ოცნების" მილიონერი დეპუტატები, რომლებიც კლინიკებს ფლობენ პიდაპირ ამბობენ, რომ ერთი პირის ქვეშ ამხელა ძალაუფლების მოქცევა, აქამდე არ ახსოვთ.

ერთი პირის ქვეშ ამხელა ძალაუფლების მოქცევა, აქამდე არ გვინახავს. როდესაც კერძო სექტორის 85 %-ს მართავს სამედიცინო მიმართულებას, არცერთი კონსულტაცია არ იქნა გავლილი, ისე მოხდა ამ კანონის დაჩქარებულად მიღება".- ამბობს ოცნების დეპუტატი.

წინააღმდეგობის მიუხედავად კომიტეტმა თამარ გაბუნიას ინიციატივის მსჯელობის გაგრძელების მხარი დაუჭირა.

ეს ინიციატივა წლების წინაც არსებობდა, თუმცა მანკანონის სახე ვერ მიიღო. საინტერესოა, ახლა რა შედეგს გამოიღებს თამარ გაბუნიას განხილვები პარლმანეტში.

თუ ეს კანონი ძალაში შევა მარეგულირებელს უფლება ექნება კლინიკაში ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე შევიდეს და შემოწმება ჩაატაროს. თუ დარღვევას აღმოაჩენენ,  უწყებას საავადმყოფოსთვის   ლიცენზიის შეჩერების უფლებაც კი ექნება.

მსგავსი სიახლეები