"ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება" - კობახიძე რუბლების გადმოყრაზე
"ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება"-ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ შშმ პირის დედის პროტესტს.
ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე მოქალაქის მიერ "ოცნების" დეპუტატებისთვის რუსული რუბლის გადმოყრა და ბანერის გადმოფენა არ მოსწონს.
რაც შეეზება პერფორმანსის შემდეგ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, კობახიძე ამტკიცებს, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ სათანადო პასუხი მიიღო":
ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბუნებრივია მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვები გამოყენება", - ამბობს კობახიძე.