"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

14.06.23 14:53
"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" -  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის კნაონპროექტზე უარი თქვას.

ამასთან, გაერთიანება წერს, რომ მზადაა, საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს. 

ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ, - ნათქვამია განცხადებაში.

ევრკომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დაიწუნა და 'ქართულ ოცნებას" მოუწოდა, არ მიიღოს აღნიშნული კანონი. 

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული დაკსვნის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ გუშინ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. მმართველმა გუნდმა საკითხი პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავათ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები