რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე - ჯაფარიძე სასამართლოს
„რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე. მედავებიან მუხტის აგდებას. მუხტს ავაგდებ სულ, პოლიტიკოსი ვარ და ეგ არის ჩემი საქმე." - ასე მიმართა დღეს სასამართლოს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება ორშაბათს, 19 ივნისს გახდება ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ჯაფარიძე და მოსიაშვილი მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა, ხოლო ჯაფარიძეს თავის არეში, დაზიანებები აღენიშნებოდა.
ზურა ჯაფარიძეს მოსიაშვილთან ერთად, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.