გვიწევს დედა ვაგინოთ ნაციონალებს, კი ირგებენ, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი - კობახიძე
ვიწევს, დედა ვაგინოთ „ნაციონალებს“, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქრში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.
როდესაც მოდიან „ნაციონალები“, ხელში უჭირავთ რუსული რუბლები, ისვრიან პარლამენტის დარბაზში, მერე, როდესაც ამას სხვა „ნაციონალი“ ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. გახსოვთ, ივნისში რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი არის კანდიდატის სტატუსის თემა, რასაც ოპოზიცია იყენებს. რადიკალურ ოპოზიციას გამოეცლება საბაბი. სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა, შემცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხი და იგივე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული დეკემბერში, პოლარიზაციის ხარისხი დარჩება იგივე“, - თქვა კობახიძემ.
ამის პარალელურად, რუსული რუბლების თავზე დაყრის გამო წყობიდან გამოსული მამუკა მდინარაძე ოპოზიციას ემუქრება - "შეგაგინებთ ყველას, ვინც რუსეთთან კავშირში დაგვადანაშაულებს".
"მოღალატეები", "ჩმორები", "ტუტუცები" და "ავადმყოფები" - ამ ტერმინებით მიმართავდნენ ერთმანეთს დეპუტატები მას შემდგე რაც "ოცნების" დეპუტატებს სხდომათა დარბაზში ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსული რუბლები თავზე დააყარა.
მმართველმა პარტიამ კი ამ ყველაფრის პროვოცირებაში საბოლოოდ ოპოზიცია დაადანაშაულა. მდინარაძემ რუბლები უკან, ოპოზიციას შეყარა, რასაც სესიაზე დაპირისპირება მოყვა.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდომა საბოლოოდ შეწყდა.