ვინც ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია არ შესრულებულა, ის საქართველოს ევროინტეგრაციის მტერია - მდინარაძე
პრემიერის მსგავსად, მამუკა მდინარაძეც ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულა. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, ყველა, ვინც ამბობს, რომ რეკომენდაციები არ შესრულება, საქართელოს ევროპული მომავლის მტერია და ქვეყანაში ქაოსის შექმნა უნდა.
თუკი ვინმე დღეს ამ შესრულებული რეკომენდაციების ფონზე მაინც ამბობს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, ის არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტერი და მისი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება გამომდინარეობს ან მიღებული დავალების შესრულების ვალდებულებისგან ან გამომდინარეობს მისი ინტერესიდან, რომ ამ ქვეყანაში იყოს ქაოსი და თავად მოვიდეს ხელისუფლებაში. თუკი სტატუსს ჩვენ ვერ მივიღებთ, ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს უზრუნველყოს ეს არის მავნებლობა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მტრობა - ამბობს მამუკა მდინარაძე.