სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის - ღარიბაშვილის ინიციატივას ექიმები დისკრიმინაციულს უწოდებენ
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა დიდი პროტესტის მიზეზი ხდება - პრემიერის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ექიმებისთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ ინიციატივა დისკრიმინაციულია და იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა, ეს ამ სფეროს გაჩერებას გამოიწვევს.
დარგი გადავარჩინოთ, ის დარგი, რომელიც წლებია ვითარდება და დღეს მივიდა იმ დონემდე, რომ ის წარმოადგენს უკვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე განვითარებულ დარგს. ჩვენ, რეალურად უკვე ცნობადი გავხდით ევროპელი პაციენტებისთვის. გაუგებარია, როგორ შეიძლება გავმიჯნოთ ნიშნით პაციენტი. თუ პაციენტი არ ჩამოვა საქართველოში, რა თქმა უნდა, დარგის განვითარებას პრობლემა შეექმნება და მერე ეს რა თქმა უნდა, არასწორად აისახება ქართულ მოსახლეობაზე. ეს, რეალურად არის დისკრიმინაცი". - ამბობს ექიმი.