მოვითხოვთ, მაღაროელთა მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას - ლეიბოლისტური პარტიის ლიდერი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნით მოუწოდა.
ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხაზი გაუსვა ეროვნული სიმდიდრის მიტაცების საკითხს - "ოლიგარქმა ივანიშვილმა მიიტაცა ეს უდიდესი ეროვნული სიმდიდრე და ხალხი დასვა მათხოვრულ ხელფასებზე"- თქვა პირველმა "ლეიბორისტმა".
ლეიბორისტული პარტიის და სრულიად საქართველოს სახელით, სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს, რომლებიც ამ წუთებში შიმშილობენ. ოლიგარქმა ივანიშვილმა მიიტაცა ეს უდიდესი ეროვნული სიმდიდრე და ხალხი დასვა მათხოვრულ ხელფასებზე, ხოლო რეგიონი გადააქცია სასაკლაოდ, სადაც ორთქლდება მავნე ნივთიერებები ჰაერში და ადამიანები მასობრივად არიან დაავადებული, სახლები ავტომატურად ცვივა მიწაში წარმოებული არასწორი ტექნოლოგიური სამუშაოების გამო. ჩვენ დღეს მივმართეთ მსოფლიოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, რომ გამოყონ სპეციალური კომისიები, რომლებიც ჩამოვლენ და შეისწავლიან იმ უზარმაზარ დანაშაულს ადამიანებს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რაც ხორციელდება ამ რეგიონში. მოვითხოვთ, მაღაროელთა სამართლიანი მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას და მათთვის შესაბამისი ადეკვატური ხელფასის დანიშვნას, - განახადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.