ზურაბ აბაშიძე რუსეთს „პოზნერის ინციდენტის“ გამო ბოდიშს უხდის - ახალი ფარული ჩანაწერები

14.06.23 16:58
ზურაბ აბაშიძე რუსეთს „პოზნერის ინციდენტის“ გამო ბოდიშს უხდის - ახალი ფარული ჩანაწერები

ინტერნეტში ახალი ფარული ჩანაწერები ვრცელდება - რამდენიმე წუთის წინ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხბეში საქართველოს პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის აუდიო- ჩანაწერი გამოქვეყნდა.

 ჩანაწერში, რომელსაც "კიბერ კმარა" აქვეყნებს საუბარია, საქართველოში პოზნერის სკანდალური ვიზიტზე და მისი ქვეყნიდან გაძევებაზე. 

2021 წლის 1 აპრილით დათარიღებული ჩანაწერით ირკვევა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენლი გმობს მომხდარს და ცდილობს, რუსეთს მოუბოდიშოს.

მეტიც, ფარულ ჩანაწერში აბაშიძე, ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, "სააკაშვილის ზონდერებს და ფულით ნაყიდ ზონდერებს" უწოდებს.

ზურაბ აბაშიძე რუს პროპაგანდისტთან საუბრისას უფრო შორს წავიდა და  აქტივისტებზე, რომლებმაც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა თქვა, რომ ამ ჯგუფს "მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს".   

ზურა აბაშიძე  : - ეს ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტები არიან                                                                                                                                                                                                                                                         მოსაუბრე -  აჰა  , მართალია, მკაფიო ფორმულირებაა                                                                                                                                                                                                                                                                                     ზურა აბაშიძე -კვერცხებს ისროდნენ... ეს ხომ ნამდვილი ბარბაროსობაა. ეს არის ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი, სააკაშვილი აფინანსებს                                                                               ზილბერკვიტი - სააკაშვილი, ხომ?                                                                                                                             ზურა აბაშიძე - რა თქმაუნდა, რა თქმა უნდა, ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს.                            

ამავე ჩანაწერში  რუსეთთან ურთიერთობის საკითხეეში საქართველოს პრემიერის წარმომადგენლი წუხილს გამოთქვამს იმის შესახებაც, რა ვითარებაც ხვდებათ რუსებს საქართველოში:    

ზურა აბაშიძე  - აბა როგორ გითხრა, არ ჩამოხვიდეთ-? აბა როგორ? რატომ არ უნდა ჩამოხვიდეთ?  
მოსაუბრე- ხო, აბა რა.
ზურა აბაშიძე   -რატომ უნდა გეშინოდეთ ამ ადამიანების?  ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გამართლება არ აქვთმ აბსოლუტურად. დაფინანსებული პროვოკატორები არიან.
მოსაუბრე - მე ასე მესმის, რომ იყო შესაბამისი ზომები მიღებული. მაგალითს მოგიყვან 

 

მოგვიანებით კი ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის. 

აბაშიძე-  განხილვა დღეს მთავრობის სხდომაზე იყო 10 საათიდან თქვენი დროით და11 საათიდან ადგილობრივი დროით. მთავრობის ამ სხდომაზე გამოვიდა პრემიერმინისტრი. გააკეთა ის განცხადება, რომელიც მე შენ გადმოგიგზავნე, რომელსაც მთელი ღამე ვამზადებდით.
მოსაუბრე - აჰა
აბაშიძე - ყველა გამოვიდა 
მოსაუბრე - აჰა
აბაშიძე -გამოთქვეს საკუთარი აზრი.

აბაშიძე -მე დღეს მარკს გავუგზავნე ჩვენი პრემიერის განცხადება, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მთავრობამ ყველა ჟურნალისტის წინაშე, მედიის წინაშე. იქ განცხადება მთავრობის წევრებმაც გააკეთეს. როცა გექნებათ შესაძლებლობა, ნახეთ, გეთაყვა
პოზნერი - აუცილებლად
აბაშიძე - ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი
პოზნერი - აუცილებლად. კარგი. დიდი მადლობა. მადლობა.
პოზნერი - ზურაბ, იცოდეთ, მე დიდად არ ვღელავ. მე მესმის, რომ ეს რაღაც უაზრობაა. ეს მოსყიდული ადამიანები არიან.
აბაშიძე - თქვენ ნახეთ, ეს რა ადამიანები არიან, მახინჯები
პოზნერი- რა თქმა უნდა ვნახე და ამიტომ საერთოდ არცაა სალაპარაკო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები