ფარული ჩანაწერი - ზურაბ აბაშიძე აქტივისტებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, "ფულით ნაყიდ ნაცისტებს" უწოდებს
ახალი სკანდალური ფარული ნაჩაწერი - ვიდეოში, აბაშიძე, ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, სააკაშვილის ზონდერებს და ფულით ნაყიდ ნაცისტებს უწოდებს.
ზურა აბაშიძე : - ეს ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტები არიან მოსაუბრე - აჰა , მართალია, მკაფიო ფორმულირებაა ზურა აბაშიძე -კვერცხებს ისროდნენ... ეს ხომ ნამდვილი ბარბაროსობაა. ეს არის ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი, სააკაშვილი აფინანსებს ზილბერკვიტი - სააკაშვილი, ხომ? ზურა აბაშიძე - რა თქმაუნდა, რა თქმა უნდა, ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს.
ჩანაწერში ზურა აბაშიძე ცდილობს, რუსეთს მიწვდინოს ხმა, რომ რაც მოხდა, ეს არ არის მთავრობის ნება.
ახალი ფარული ჩანაწერები ინტერნეტში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხბეში საქართველოს პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის აუდიო ჩანაწერი საქართველოში პოზნერის სკანდალური ვიზიტის და მისი საქართველოდან გაძევებას ეხება.