რეპრესიული კანონი კლინიკების წინააღმდეგ - მედიის წარმომადგენლებს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს
ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სხდომა მედიის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს.
პოლიციურს და რეპრესიულს უწოდებს, როგორც ოპოზიციის ისე დარგის წარმომადგენლები და "ოცნების" დეპუტატებიც კანონს, რომლითაც ხელისუფლებას კლინიკების დახურვის და მათი გაკონტროლების სრული ბერკეტი ექნება.
ეს ისეთი ჩარევაა მინისტრის ბრძანებით და სასამართლოს გვერდის ავლით, რომ მოახდენს პარალიზებას ამ დაწესებულების საქმიანობის. რა ლეგიტიმური მიზანია ისეთი, რომ ამ ხარისხის ჩარევაზე უნდა წავიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში, - თქვა შალვა შავგულიძემ.
ერთადერთი შეთანხმება, რასაც სხდომაზე მიაღწიეს, არის ის, რომ კანონპროექტზე დაჩქარებულად აღარ იმსჯელებენ.
კარგია, რომ დაჩქარებულის სტატუსი მოეხსნა, რადგან უფრო ემტი საშუალება მოგვეცემა სამინისტროსთან მეტი ჩაქრთულობის, მეტი თანამშრომლობის, ასევე დარგთან მეტი კნსულტაციების, კანონპროექტში მოცემული ის პრობლემები, რაზეც საუბარი არის კრიტიკული რისკის შემცველზე, რა თქა უნდა, ეს არსებობს, ვეთანხმებით ამას, თუმცა მისი გამოსწორება და მისი კონტროლი ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აუცილებლად სასამართლო ფილტრის ქვეშ, - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
ახლა საინტერესოა, რა შედეგს გამოიღებს თამარ გაბუნიას განხილვები პარლამენტში.
თუ ეს კანონი ძალაში შევა მარეგულირებელს უფლება ექნება კლინიკაში ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე შევიდეს და შემოწმება ჩაატაროს. თუ დარღვევას აღმოაჩენენ, უწყებას საავადმყოფოსთვის ლიცენზიის შეჩერების უფლებაც კი ექნება.