მიმდინარეობს სრული გარუსება - ირაკლი კუპრაძე რუსულ ქვითრებზე

14.06.23 17:35
მიმდინარეობს სრული გარუსება - ირაკლი კუპრაძე რუსულ ქვითრებზე

მიმდინარეობს სრული გარუსება - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე რუსულ ქვითრებთან დაკავშირებულ სკანდალს საქართველოში.

კუპრაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ გააჩნიათ.

მიმდინარეობს სრული გარუსება ამ ქვეყანაში ეკონომიკის, სოციალური მომსახურების სფეროების, მათ შორის ბათუმში ეს ყველაზე ნათლად იგრძნობა, რაზეც სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ გააჩნიათ. სავარაუდოა ის, რომ "ქართულ ოცნებას" ეს პროცესი მათთვის ორგანულად მიაჩნია და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სახელმწიფო, საჯარო უწყებების სიჩუმე". - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ოკუპანტის ენის დამკვიდრების მცდელობა საქართელოში - "ვაიკიკის" ბათუმის ფილიალში პროდუქციას ფასები რუსულ რუბლებში ჰონდა დატანილი.

ასევე იდენტიფირებულია კიდევ ერთი კომპანია, სადაც ადამიანებს ოკუპანტის ენაზე თვეების განმავლობაში ემსახურებოდნენ. კომპანია "მაკშაურმას " ქსელიდან რუსული მენიუები საზოგადოების პროტესტის შემდეგ ამოიღეს, თუცმა მანამდე ეს კომპანია პროდუქციის რეალიზაციას  თვეების განმავლობაში უპრობლემოდ ოკუპანტის ენაზე ახდენდა.

მსგავსი სიახლეები