რაღაცა ზღვარი არის, რისი გადალახვაც არ შეიძლება - კინოცენტრის თანამშრომლების პასუხი მამუკა მდინარაძეს
რაღაცა ზღვარი არის, რისი გადალახვაც არ შეიძლება - აასე უპასუხეს მდინარაძის ბრალდებებს კინოცენტრის თანამშრომლებმა, რეჟისორებმა, სცენარისტებმა, მსახიობებმა და ხალხმა, ვინც წულუკიანის რეპრესიებს და ცენზურას აპროტესტებს.
მათი თქმით, "მანდარინები" იმიტომ არ იყო საქართველოს სახელით წარგზავნილი ოსკარზე, რომ ესტონეთი ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა, ჩვენ კი მეტი ფული რომ გვქონოდა, მაშინ საქართველოს სახელით წავიდოდა.
კინოცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ კინოს ყურადღება არასდროს მიქცევია პარლამენტისა და მთავრობის მრიდან, რამაც გამოიღო შედეგი, რომლის წინაშეც ახლა დგანან.
"რა თქმა უნდა, ის დაფინანსებულია კინო ცენტრის მიერ, მაშინ, 10 წელი გავიდა თუ რამდენიც გავიდა და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ იყო საქართველოს სახელით წარგზავნილი ოსკარზე, რომ ესტონეთმა სამწუხაროდ ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა და აქ კინოზე საერთოდ არ ზრუნავენ, არც პარლამენტში, არც მთავრობაში, მეტი ფული რომ გვქონოდა მეტი წილი იქნებოდა ქართული წილი და წავიდოდა საქართველოს სახელით. ეს უნდა იცოდეთ სანამ რაღაცა სისულელეების ლაპარაკს დაიწყებთ და ჩვენი მეგობრების გარდაცვლილი მეგობრის სახელით რაღაცა სპეკულაციებს მიმართავთ, ძალიან გაბრაზებული და აღელვებული ვარ, მაგრამ რაღაცა ზღვარი არის რისი გადალახვაც არ შეიძლება" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მამუკა მდინარაძემ ნაციონალად გამოაცხადა ყველა, ვინც კინოცენტრში მიმდინარე რეპრესიებს აპროტესტებს.