ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია - კობახიძე

22.05.21 14:20
ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე  ამბობს, რომ ნიკა მელიას კიევში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან იყო იმის დასტური, თუ ვინ მართავს პარტიას რეალურად. 

ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობაში". ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია, გამოჩნდა ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება“,-აღნიშნავს კობახიძე.