"ნაცების" ნარატივის ქვეშ არიან - მდინარაძის იერიში კინოცენტრის თანამშრომლებზე

14.06.23 18:04
"ნაცების" ნარატივის ქვეშ არიან - მდინარაძის იერიში კინოცენტრის თანამშრომლებზე

მამუკა მდინარაძის იერიში კინოცენტრის თანამშრომლების წინააღმდეგ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნაციონალად გამოაცხადა ყველა, ვინც კინოცენტრში მიმდინარე რეპრესიებს აპროტესტებს.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ზაზა ურუშაძის ფილმი იმიტომ არ გავიდა საქართველოს სახელით ოსკარზე, რომ ავტორი იყო ცენზურის ქვეშ.

"ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ხომ ყველას გახსოვს? ქართულ კინო პროდუქტად, რატომ არ იყო წარდგენილი და ქართულ კინო ფილმად იცით ვინმემ ოსკარზე? და ოქროს გლობუსზე იცით? იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და საქართველოში რატომ არ მისცეს დაფინანსება იმიტომ, რომ ზაზა ურუშაძე იყო, ცხელი ძაღლის მეოთხე სეზონის ავტორი და რომელსაც ცენზურის მიხედვით, დღის სინათლე არ ეღირსა მაშინ. ამისი ავტორები, ახლა კინო ცენტრში რაღაცეებს აპროტესტებენ, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან არ ააქვთ. ნაცების ნარატივის ქვეშ ეს შეუძლებელია, თავისუფლებაც, განვითარებაც, - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები