სისტემური რეფორმები, გამჭვირვალობა ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე - მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ "ტვიტს" აქვეყნებს.
მიშელი ამბობს, რომ საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს და რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
ამ ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის ახალი ტრაექტორია თაობებისთვის განსაზღვროთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე - საქართველოს მოსახლეობისთვის"- აცხადებს მიშელი.