ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერს - სკანდალური ჩანაწერები, რომელიც "ოცნების" რუსულ კავშირებს ამხელს
ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.
მოგვიანებით ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის. აბაშიძე მოსკოვიდან დაამშვიდეს. პოზნერი საქართელოს მთავრობის პოზიციით აშკარად კმაყოფილი დარჩა და ქართველ მეგობარს ისიც უთხრა, რომ თბილისიდან გამოქცევის შემდეგ დაბადების დღე მაინც ქართულ რესტორანში აღნიშნეს, ოღონდ უკვე მოსკოვში.
ვრცელი ჩანაწერი ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.