რუბლთაცვენა ქვეყანაში, პროტესტი პარლამენტში და წონასწორობადაკარგული უმრავლესობა

14.06.23 20:10
რუბლთაცვენა ქვეყანაში, პროტესტი პარლამენტში და წონასწორობადაკარგული უმრავლესობა

რუბლთაცვენა პარლამენტში - ქართულ ოცნებას რუსული ფული თავზე დააყარეს. ერთი მოქალაქის პროტესტი პარლამენტში და წონასწორობა დაკარგული უმრავლესობა. სამოქალაქო აქტივისტის მიერ აივნიდან გადმოყრილმა რუბლებმა ისე გამოიყვანა წყობიდან მმართველი გუნდი, რომ სხდომა შეწყვიტეს და პარლამენტში შესვენება გამოაცხადეს. ეს დრო კი უმრავლესობამ საპასუხო შეტევისთვის გამოიყენა. ვინც რუსს დამიძახებს, დედას შევაგინებ - ემუქრებოდა მამუკა მდინარაძე ოპოზიციას. 

რუსული რუბლი დღეს არა მარტო პარლამენტში იყო აქტუალური. რუსულ ენაზე ამობეჭდილი ქვითრები, რუსულ რუბლებში დატანილი ფასები  - ბათუმში ქართულ ენას რუსული ანაცვლებს. კაფეებში რუსი მიმტანებისთვის ქართულის ცოდნა სავალდებულო აღარ არის. კიდევ უფრო შორს წავიდა მაღაზია "ვაიკიკი", რომელმაც  ფასები პროდუქციას პირდაპირ რუბლებში დააწერა. იდენტიფირებულია კიდევ  ერთი კომპანია  - მაკშაურმა სადაც კლიენტებს  თვეების განმავლოაბში ოკუპანტის ენაზე ემსახურებოდნენ.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები