"არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი" - გაფრთხილების მიუხედავად, "ოცნება" ვა-ბანკზე მიდის
არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი - ქართულმა ოცნებამ ევროკავშირიდან პირდაპირი გაფრთხილება მიიღო. გაფრთხილების მიუხედავად, "ოცნება" ევროკავშირს ევაჭრება.
ბრიუსელი სრულად იზიარებს ვენეციის კომისიის უმწვავეს დასკვნას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონის მიღებაზე. თუმცა ოცნება ვა-ბანკზე მიდის. არც ერთი გაფრთხილება გათვალისწინებული არ არის.
პირიქით, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ უმრავლესობამ დაჩქარებული წესით დაიწყო დახარვეზებული კანონის მიღება. ევროპის საბჭოს იურიტებს კი თბილისიდან პარლამენტის თავმჯდომარემ შეუთვალა, რომ ისინი არაობიექტურები არიან.
ამ ანტიდასავლური ისტერიის ფონზე კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა. როგორია პირველი გამოხმაურებები შეხვედრის შემდეგ - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.