მკვლელი შადრევნის საქმე შესაძლოა, ამოატრიალდეს - მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, პრაქტიკულად, კალაძეს ადებს ხელს

14.06.23 20:41
მკვლელი შადრევნის საქმე შესაძლოა, ამოატრიალდეს - მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, პრაქტიკულად, კალაძეს ადებს ხელს

ჩვენება, რომელმაც შესაძლოა მკვლელი შადრევნის საქმე მთლიანად ამოატრიალოს. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი პრაქტიკულად კალაძეს ადებს ხელს.

რამდენიმე თვიანი დუმილი გიორგი ვახტანგიშვილმა დღეს სკანდალური ჩვენებით დაარღვია. ბრალდებული ადასტურებს, რომ მერიამ დაუსრულებელი პროექტი ჩაიბარა და საზეიმოდ გახსნა. შადრევანის რეაბილიტაცია მარტში უნდა დასრულებულიყო, ანუ  მერიამ  5 თვით ადრე გადაწყვიტა მისი ამუშავება, თან ისე, რომ მისი უსაფრთხოება არავის შეუმოწმებია. როგორც ირკვევა, შადრევნის მართვის ფარი დამონტაჟებული რომ ყოფილიყო ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები