მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - ხურვალეთის მოსახლეობა შეშინებულია
მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. დაამონტაჟებულია ახალი ლითონის ბოძები და მავთულხლართები. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ უკვე ორი დღეა რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან წვრთნებს ატარებენ.
მოსახლეობა შეშინებულია და ამბობენ, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობენ
უსაფრთხოდ ვერ ვართ, აქვე კარში დგანან. ადრე დააკავეს კაცი, ზემოთ სოფლიდან იქყვნე კიდევ ორი, სულ ვიღაცას აკავებენ, ამიტომ მათგან გასაკვირი არაა". - ამბობს ადგილობრივი.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელმა სუს-მაც.
უწყების ცნობით, საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.