მომავალ კვირაში "ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, დაჩქარებული წესით აირჩიოს საბჭოს წევრები - გიორგი ვაშაძე

22.05.21 15:10
მომავალ კვირაში "ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, დაჩქარებული წესით აირჩიოს  საბჭოს წევრები - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეჩერდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევის პროცესი. ვაშაძის თქმით, "ოცნება" შემდეგ კვირაში დაცქარებული წესით გეგმავს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას. 

მომავალ კვირაში "ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ეწინააღმდეგება შარლ მიშელსი შეთანხმებას. 

მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია მივმართავ კლანს, მეგობრებო, გვესმის რომ თქვენ სურვილი გაქვთ სწრაფად ჩაფარცხოთ საქმე, მაგრამ ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღმდეგო, ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის პროცესი, ისე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი,წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მკაცრ ზომებს მივმართოთ ოპოზიციამ,  დაუყონებლივ შეწყდეს უკანონო არალეგიტიმური არჩევის პროცესი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.