კობახიძე კრიტიკული მედიების მფობელებს ემუქრება - კეზერაშვილს, ჭუტას მოვერევით

15.06.23 00:01
კობახიძე კრიტიკული მედიების მფობელებს ემუქრება - კეზერაშვილს, ჭუტას მოვერევით

"ოცნება" კრიტიკული მედიების მფობელებს ემუქრება - ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედიის ეთერში "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მფლობელები "გლობალური ომის პარტიის აგენტებად" გამოაცხადა. 

მისივე მტკიცებით, ეს ადამიანები თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, ახლა კი "შიში გაუჩნდათ".

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ  პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის თაობაზე ფაქტი არ არსებობს.

თუ კობახიძეს დავუჯერებთ, დეოლიგარქიზაციის კანონი შესაძლოა, "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ხელმძღვანელებს შეეოს:

ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი. კი ბატონო, ესეც არ გვაინტერესებს. კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ ამ კანონის მიღება"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები