მინდა გავიგო, რას აპირებს გახარია - ღარიბაშვილი

22.05.21 15:13
მინდა გავიგო, რას აპირებს გახარია - ღარიბაშვილი

მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სურს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სამომავლო გეგმების  შესახებ მოისმინოს.

მე მინდა, გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა მათ ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი", - ამბობს ღარიბაშვილი. 

 ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ასეთი შეკრული არასდროს ყოფილა როგორიც ახლაა. 

დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია "ქართული ოცნება", დღეს ყველა ლიდერს  გვაქვს აბსოლუტურად ნათლად გამიჯნული და განსაზღვრული ჩვენი უფლებები.  გვაქვს სრული ერთსულოვნება, ძალიან შეკრული გუნდი ვართ ისეთი როგორიც არასდროს ყოფილა", - ამბობს ღარიბაშვილი.