საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 79 ადამიანი
საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა.
ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.
დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ჰიპოთერმიის ან მცირე დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.
ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო.