სად გაქრა პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა
სად გაქრა პრეზიდენტი? მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" შანტაჟში დაადანაშაულა, "ქართულმა ოცნებამ" კი პრეზიდენტს ინსტიტუციების საბოტაჟი დააბრალა, ზურაბიშვილი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა. დღეს სალომე ზურაბიშვილს, უსაფრთხოების კონფერენციაზე ელოდებოდნენ.
მესამე სექტორის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პრეზიდენტი პირველი გამომსვლელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზურაბიშილი, ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები იმყოფებიან, საერთოდ არ მისულა.
თინა ხიდაშელის თქმით, ბოლო წუთამდე იცოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე უნდა მისულიყო და მისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტი ეს გადაწყვეტილება.
ბოლო წუთამდე, ჩვენ ვიცოდით, რომ ის მოდიოდა, ყველა საკითხი გავლილი იყო, სრულიად მოულოდნელად მოხდა. სრულიად ბოლო მომენტში, როდესაც უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით სამწუხაროდ. მას უნდა გაეხსნა კონფერენცია. ამ ტიპის ღონისძიებები როდესაც იგეგმება, მას აქვს თავისი პროტოკოლი და ბევრი რამ იწყობა ხოლმე მთავარ გამომსვლელზე, პირველ გამოსვლაზე, ამიტომ სამწუხაროა რომ ის საბოლოო ჯამში არ მოვიდა, - ამბობს თამარ ხიდაშელი.
კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის იქ ყოფნა მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროპული ბედი წყდება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.