საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ბოდიში არ მოუხდია - ქადაგიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

15.06.23 11:15
საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ბოდიში არ მოუხდია - ქადაგიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ბოდიში არ მოუხდია - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს.

მისი თქმით, ადგილი აქვს მცნებების ერთმანეთში არევას.

ოკუპანტი სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცა შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს არის ერთი. საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ, ყოველშემთხვევაში ამ ხელისუფლების დროს, ბოდიში არ მოუხდია, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მცნებებს ერთმანეთში ნუ აურევთ". - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

მსგავსი სიახლეები