ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება! - მამუკა ხაზარაძე

15.06.23 11:11
ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება! - მამუკა ხაზარაძე

ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება! - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, როცა კინოცენტრის დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგყავს კადრი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ ქართული კულტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების, ვინც მის შანტაჟს, ფულს ან პროვოკაციას არ ემორჩილება

ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება!

თავისუფლებას კი მოპოვება და დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქართველოა, სადაც, ჯერ კიდევ, ბიუროკრატებისა და პოლიტიკანების მხრიდან ხელოვანი ხალხის გაკონტროლების დიდი სურვილი და მონდომებაა.

სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანას ტოვებენ ნიჭიერი ადამიანები, როცა გელათი, ვარძია, გრემი საფრთხეშია, როცა სახელმწიფო მუზეუმიდან ათავისუფლებ ღვაწლმოსილ პროფესიონალებს, როცა კინოცენტრის დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგყავს კადრი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ ქართული კულტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება.

ბიძინა ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების, ვინც მის შანტაჟს, ფულს ან პროვოკაციას არ ემორჩილება. მისი დავალებით კულტურის მინისტრი საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო მეთოდებით მიზანმიმართულად კლავს იმ თავისუფალ შემოქმედებით მუხტს, რაც აცოცხლებს ქართულ კულტურას.

ახლა თუ დავუთმობთ, მერე გვიანი იქნება თავში ხელის რტყმა. ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ და პროფესიონალ ხელოვანს, განათლება და კულტურა არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა! - მამუკა ხაზარაძე

მსგავსი სიახლეები