"ტყუილია" - კალაძე კობახიძესთან დაპირისპირებას უარყოფს
თბილისის მერი, კახი კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაა.
ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, - თქვა კალაძემ.