შეთანხმების შინაარსი ეკუთვნით ქართველ პოლიტიკოსებს - ელჩების პასუხი 20 ივნისის დაზარალებულებს

22.05.21 16:41
შეთანხმების შინაარსი ეკუთვნით ქართველ პოლიტიკოსებს - ელჩების პასუხი 20 ივნისის დაზარალებულებს

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიის კანონპროექტზე, 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებს პასუხობენ.

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლიც შუამავლობით განხორციელდა რთული მედიაციის პროცესში და მისი საბოლოო შინაარსიც მთლიანად ეკუთვნის ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს. შეთანხმების პირველი მუხლი შეიცავს, პოლიტიზირებულად აღქმული სასამართლო საქმეების მოგვარების ვალდებულებას. ამ შეთანხმებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომ განსაზღვრონ ამ ვალდებულებების ზუსტი ფორმულირება და წესები. ეს ეხება ამნისტიის კანონსაც, რომელიც აკმაყოფილებს შეთანხმების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასა და ყველა სხვა საერთაშორისო კონვენციას, რომლის წევრიც არის საქართველო.

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ნახსენებია, რომ 19-21 ივნისის მოვლენები საქართველოსთვის მტკივნეულია არა მარტო დაზარალებულების გამო, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რომლის წინაშეც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები დგას. 

ასეთ პოლარიზებულ გარემოში საჭიროა პარლამენტში სწრაფი რეფორმები, რაც ხელს შეუშლის ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას", - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის დაზარალებულებმა ელჩებს წერილი გაუგზავნეს.  როგორც წერილშია აღნიშნული,  19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც ამნისტია აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ვრცელდება, მათთვის მიუღებელია.  მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მძიმე დარღვევებს.