რეპრესიები პოლიციაში - როგორ „გააციმბირეს“ სისტემის მხილებისთვის მაიორი (ვიდეო)

22.05.21 20:51
რეპრესიები პოლიციაში - როგორ „გააციმბირეს“ სისტემის მხილებისთვის  მაიორი (ვიდეო)

პოლიციის  ბათუმელი მაიორი ეთერ ჩხაიძე "გააციმბირეს". ჩხაიძე ტვ პირველთან ყვება, რომ მას გარკვეული პრეტენზიები სამართალდამცავი სისტემის მიმართ ჰქონდა და სწორედ ამის შემდეგ მის მიმართ რეპრესიები და ზეწოლა დაიწყო. დასჯის მეთოდად კი უწყებამ "გაციმბირება" გამოიყენა და  6 თვიანი მივლინებით მესტიაში გაუშვეს.

ეთერ ჩხაიძემ, რომელიც 14 წლის მანძილზე ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა, ქვეყანა ზეწოლის გამო დატოვა და ახლა პოლიტიკური დევნილია. 

ქვეყნის დატოვებამდე ეთერ ჩხაიძემ სისტემა ტვ პირველის შაბათის ეთერთან ამხილა და არჩევნების გაყალბების სქემების შესახებაც ისაუბრა, რომლისთვისაც  მისი თქმით, ხელისუფლება პოლიციას იყნენებდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები