ეს ბოიკოტი იმიტომ იყო, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი - თაკო ჩარკვიანი

22.05.21 23:20
ეს ბოიკოტი იმიტომ იყო, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტს კონკრეტული მიზნები ჰქონდა, მათ შორის ის, რომ მსოფლიოს ერთპარტიული პარლამენტი ენახა. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველზე, თორნიკე კვერენჩხილაძის დღის ამბებში ისაუბრა. ჩარკვიანმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლის მომხრე არც ახლა არის, თუმცა საბოლოოს გადაწყვეტილებას ამომრჩევლის გამოკითხვის შემდეგ მიიღებენ.

ჩვენ გავუნაწყენდით ხელმომწერებს, იმიტომ რომ ბოიკოტი იმიტომ იყო, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, ეს იყო ბოიკოტი, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, რომ დიქტატორული ქვეყანა არის. ახლაც არ არის გადაწყვეტილი პარლამენტში შესვლა, მე კარგად იცით, რომ უკიდურესად მომხრე ვარ არშესვლის, თანმიმდევრული ვიყავით როცა გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ეს იყო უმნიშვნელოვანესი და სწორი გადაწყვეტილება რამაც შეარყია ოლიგარქია", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები