აშშ-ის საელჩო 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

22.05.21 23:56
აშშ-ის საელჩო 23 მაისს თბილისში  დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო 23 მაისს თბილისში ნამოხვან ჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს, მოერიდონ  დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან. 

მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს 14:00 საათზე  თბილისში აქციას გამართავენ. 

 

მსგავსი სიახლეები