არა „ნამახვანჰესს“ - დღეს თბილისში აქცია გაიმართება

23.05.21 10:24
არა „ნამახვანჰესს“  - დღეს თბილისში აქცია გაიმართება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს,  თბილისში აქციას გამართავენ. აქცია   რესპუბლიკის მოედანზე, 14.00 საათზე დაიწყება. 

რიონის მცველების ავტოკოლონა ქუთაისიდან დაიძვრება. აქციას ასევე სხვა ქალაქებიდანაც შემოუერთდებიან.  

შეგახსენებთ, „ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები  2019 წლის 25 აპრილს  დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე,  გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.