"ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა კოლონა თბილისისკენ დაიძრა
ქუთაისიდან თბილისისკენ "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა კოლონა დაიძრა. კოლონას სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან.
აქცია დღეს თბილისში, 14:00 საათზე რესბუბლიკის მოედანზე დაიწყება.
აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია შეჩერდეს მშენებლობა, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, აქციის მონაწილეებს მიეცეთ გუმათიდან ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლება და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.