ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, არსად დამალვას არ ვაპირებ - სოსო მაისურაძე
მოქალაქე სოსო მაისურაძე წერს, რომ დღეს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს ის დაესხა.
"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.
ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს..
არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს", - წერს მაისურაძე.