ე.წ. დაზარალებულები ნაცმოძრაობის აქტივია - მამუკა მდინარაძე

09.03.21 13:17
ე.წ. დაზარალებულები ნაცმოძრაობის აქტივია - მამუკა მდინარაძე

ე.წ. დაზარალებულები ნაცმოძრაობის აქტივია, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. მდინარაძის თქმით,  სადაც დაზარალებული არ არის, რაიმე სახის დანაშაულზე ლაპარაკი ზედმეტია.  

სადაც დანაშაული არ არის, იქ დაზარალებულზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ახლა 2016-17-ში, 18-ში გამოჩნდნენ ე.წ. დაზარალებულები, რომლებიც აქტივია ძირითადად ნაც-მოძრაობის და ამ კამპანიის ნაწილს წარმოადგენენ, - განაცხადა მდინარაძემ.

 „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გასაჯაროვებულ აუდიო ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც ჩანს,  პროკურატურა მხოლოდ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენას გეგმავს, რადგან შოთაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აუდიო ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო და უმძიმეს დანაშაულზე არაფერია ნათქვამი. 

"ქართული ოცნების" წევრები კი ამბობენ,  რომ აუდიომასალა ფაბრიკაციაა და მიხეილ სააკაშვილის დროს არის  ჩაწერილი.

მსგავსი სიახლეები