მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი გავიგოთ - ენმ თელავში შეხვედრებს მართავს

23.05.21 13:14
მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი გავიგოთ - ენმ თელავში შეხვედრებს მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" თელავში მოსახლეობასთან და პარტაქტივთან შეხვედრებს მართავს. ადგილზე პარტიის თავმდჯომარე ნიკა მელია და სხვა წევრები იმყოებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ლიდერები მოსახლეობის აზრს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოისმენენ. საუბარი შეეხება ასევე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს. 

ეს არის მნიშვნელოვანი ინტერაქცია, მე მესმის რომ საზოგადოება სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება, მაგრამ ჩვენი პარტია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, მრავალმრიცხოვანი ამომრჩევლით და აქტივით, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათი აზრი გავიგოთ და ვისაუბროთ იმ თემებზე რომელიც მათ აინტერესებთ, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

 

მსგავსი სიახლეები