საარჩევნო რეფორმა - ცესკოში შეხვედრა მიმდინარეობს

23.05.21 13:18
საარჩევნო რეფორმა - ცესკოში შეხვედრა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. პოლიტიკოსები და ექსპერტები ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებზე მსჯელობენ. საუბარია ამომრჩევლის იდენტიფიცირებისა და ხმების დათვლის პროცესზე. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაც ესწრება. შეხვედრას ასევე საერთაშორისო ექსპერტებიც ესწრებიან. 

უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. 

რამდენიმე პროცედურაა, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის ხმის მიცემის, ხმის დათვლის პროცედურა. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვმსჯელობთ და ძალიან ახლოს ვართ ჩამოვყალიბდეთ, რომელი იქნება მისაღები. ვფიქრობ, რომ დღეს ძირითადად შევთანხმდებით", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

მომავალ კვირაში საარჩევნო კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. 

მსგავსი სიახლეები