„ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა მოუწევს. ამსი შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა.
კობახიძის თქმით, ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია.
„ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს. ეს ნიშნავს, მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მარცხს. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ინფორმაცია ჰქონდეს.ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამის ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტში შემოვლენ თუ არ შემოვლენ, მათი გადასაწყვეტია. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია ეს განაცხადა შარლ მიშელმა. ასევე მათზეა დამოკიდებული პარლამენტს შიგნით მუშაობა“, - თქვა კობახიძემ.