ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება - ღარიბაშვილი ნამოხვანის საწინააღმდეგო აქციაზე

23.05.21 15:59
ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება - ღარიბაშვილი ნამოხვანის საწინააღმდეგო აქციაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ცენტრში, ნამოხვანის მოწინააღმდეგეების მასშტაბურ აქციას ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია და ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება",  - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები