მოვითხოვთ თურნავას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას - ვარლამ გოლეთიანი

23.05.21 15:55
მოვითხოვთ თურნავას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას - ვარლამ გოლეთიანი

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ახალი მოთხოვნა გაჟღერდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა.  ამის შესახებ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკის მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

ჩვენ ვითხოვდით ნათია თურნავას გადადგომას. მოთხოვნებს ემატება ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არამარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით რომელცი ხელს აწერს ამ პროექტთან მიმართებაში" , - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

ვარლამ გოლეთიანმა მოთხოვნების შესასრულებლად მთავრობას ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები  გზებს გადაკეტავენ. 

მსგავსი სიახლეები