რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს - რიონის მცველები ღამეს თბილისში გაათენებენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. რიონის მცველები რესპუბლიკის მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.თბილისის მერიამ კარვების გასაშლელად მათ 4 დღიანი ნებართვა მისცა.
ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები გზებს გადაკეტავენ.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.