დაიკითხოს გიორგი გახარია - ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

24.05.21 10:39
დაიკითხოს გიორგი გახარია - ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია, დედის, ია კერზაიას, სიკვდილის საქმეზე ხელახლა გამოძიებას ითხოვს.  

შენგელია შოთაძის უწყებისგან საქმეზე  მასალების საფუძვლიან შესწავლას ითხოვს.

კერზაიას შვილის მთავარი მოთხოვნაა, საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, დაიკითხოს. ბაჩანა შენგელიას თქმით, "განკარგულებაზე, რამაც კერზაიას სიკვდილი გამოიწვია, სწორედ გახარიას ხელმოწერა ფიქსირდება". 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ის ამ განცხადებიდან მალევე,  2 დეკემბერს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.