ბაია კვიციანი პარლამენტის დეპუტატი ხდება
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში მარიამ ქვრივიშვილს, ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის, “დალოოდის” ბრენდ-მენეჯერი, ბაია კვიციანი მოსდევს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტში მას სწორედ კვიციანი ჩაანაცვლებს.
ბაია კვიციანი დედაქალაქის მერის, კახი კალაძის, ცოლის, ანუკი არეშიძის, მეგობარია. "პირველების" ინფორმაციით, კვიციანი მმართველი პარტიის სიაში სწორედ კახა კალაძის მოთხოვნით ჩასვეს.