ჩემი მინისტრობისას არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, ნამახვანჰესი აშენებული იქნებოდა - კალაძე

24.05.21 11:45
ჩემი მინისტრობისას არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, ნამახვანჰესი აშენებული იქნებოდა - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობა სწორედ მისი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მუშაობისას დაიწყო. 

"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჰესის მშენებელობის ნებართვის გაცემის დოკუმენტების მომზადების პროცესში კახი კალაძე, თორნიკე რიჟვაძე და მამუკა კობახიძე მონაწილეობდნენ. 

"პირველების" კითხვაზე საპასუხოდ კალაძემ თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობა  მინისტრის პოსტზე მისი მუშაობისას არ დაწყებულა, თუმცა რომ დაეწყო, დღეს უკვე აშენებული იქნებოდა.

ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებული იქნებოდა... ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული", - თქვა კალაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები