ამნისტიის კანონი - პარლამენტში მმართველი გუნდის კანონპროექტს განიხილავენ

24.05.21 12:08
ამნისტიის კანონი - პარლამენტში მმართველი გუნდის კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტმა ამნისტიის  კანონპროექტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. ირკვევა, რომ  "ქართულმა ოცნებამ" პროკურატურიდან თვალებდათხრილი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების საქმის მასალები გამოითხოვა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.  ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები პასუხობენ.

თუ  ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის შესახებ ერთ კანონპროექტზე ვერ შეჯერდება,  სესიაზე ორი  დოკუმენტი გავა და  დეპუტატები კენჭს ორ სხვადასხვა კანონპროექტს ცალ-ცალკე უყრიან.  ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი გაიმარჯვებს, ვინაიდან მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

„ოცნების“ დოკუმენტით ამნისტია შეეხება როგორც გავრილოვის ღამეს დაკავებულ მომიტინგეებს, ისე სამართალდამცველებს. ოპოზიციის მომზადებული პროექტი კი წინაპირობას აყენებს - დაზარალებულთა თანხმობა სამართალდამცველების ამნისტიაზე.
 

მსგავსი სიახლეები