პრემიერის განცხადებები აცდენილია ერთმანეთს - გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს (ვიდეო)
ვარლამ გორლეთიანის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი თვლის, რომ პრემიერის განცხადებები აცდენილია ერთმანეთს.
ბოლო პერიოდში პრემიერის განცხადებები ერთმანეთს აცდენილია, პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენს მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი, ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს. ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ვაი პატრიოტიზმს ალბათ უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, იმიტომ რომ ხეობას ხელისუფლება ჰყიდის და რესურსებს ასხვისებს"- თქვა გოლეთიანმა.
მისი თქმით, პრემიერი არაადეკვატურია:
საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაი პატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება"